ხილის ტორტები / Xilis tortebi
ხილის ტორტები / Xilis tortebi
ხილის ტორტების შესახებ
ხილის ტორტები მრავალი ფორმის, ზომის და არომატის შეიძლება იყოს. ძირითადად ხილის ტორტები მზადდება სეზონური ხილის მიხედვით. ხილი ტორტებს უფრო გემრიელ, ტენიან ნამცხვრებად აქცევს და საოცარ არომატს მატებს. ხილის ტორტები შეიძლება იყოს მარწყვის, მოცვის, ფორთოხლის, ბანანის, ბლისა და ალუბლის, ასევე ხშირად აკეთებენ ატმითაც, და კიდევ სხვა ხილისგან. გარდა ამისა, ხილის ტორტები შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ ერთ ხილს, არამედ ორს ან მეტს, თუკი კონკრეტული ხილის არომატები ერთმანეთთან კარგად ჯდება და ძალიან ტკბილი არ გამოვა.
კლიენტის გემოვნებისა და მოთხოვნილების მიხედვით, შემდეგი სახის ხილის ტორტები შეიძლება გაკეთდეს ამ ან/და შესაძლოა სხვაგვარი მიქსითაც, მაგალითად, მარწყვი და ბანანი, მარწყვი და სხვადასხვა კენკროვანი ხილი (როგოიცაა მოცვი, მალინა, და სხვა.), ბანანი და კივი საკმაოდ არომატულს ხდის ტორტს, ფორთოხალი, ბანანი და კივიც კარგი მიქსია. საკმაოდ ხშირად ხილის ტორტი, გარდა ხილისა მოიცავს ნაყინსაც და სხვადასხვა არომატიზატორებს, როგორიცაა, ლიმონის წვენი, ვანილი, ნაყინი, და სხვა.
ხილის ტორტების ფორმა და დიზაინი
ხილის ტორტები შესაძლოა იყოს სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურის ფორმის. მაგალითად, არსებობს მართკუთხედის ფორმის ხილის ტორტები, მრგვალი ხილის ტორტები, ოთხკუთხედი ხილის ტორტები, ხუთკუთხედი ხილის ტორტები და ა.შ. ზოგადად, ხილის ტორტების ზომა და ფორმა დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე, რომლის მიხედვითაც ნაწილდება ნაჭრები, ტორტის ფორმა და ზომა. გარდა გეომეტრიული ფიგურის ფორმებისა, ხილის ტორტები შეიძლება იყოს გულის ან/და ვარსკვლავის ფორმისაც, ზოგჯერ მაღალსართულიან ხილის ტორტებსაც უკვეთავენ, იშვიათად კი იარუსებით.
ხილის ტორტები უმეტესწილად გარეგნულადაც ხილით არის გაფორმებული, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ტორტი სხვაგვარი დიზაინით არის მორთული და მისი გაჭრისას ტორტი ხილისაა.
როგორი ხილის ტორტები არსებობს
სტატიის ამ ნაწილში იხილავთ სხვადასხვა ზომის, ფორმის, არომატისა და დიზაინის ხილის ტორტებს. ქვემოთ უამრავი ფოტოა მოცემული, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთების პროცესში და მოგაწვდით იდეებს, სადა, მინიმალისტური, დახვეწილი, ლამაზი და კრეატიული ხილის ტორტების შესახებ.
*შენიშვნა: ქვემოთ მოცემული ხილის ტორტები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ხილის არჩევანისა, რომელთა შიგთავსითაც შეგვიძლია გამოვაცხოთ ხილის ტორტები თქვენთვის.
ვანილის არომატის ხილის ტორტები
თუ გსურთ შეუკვეთოთ ხილის ტორტი ადამიანისთვის, რომელსაც ხილი ძალიან უყვარს - მაშინ, ამ საოცარ ტორტზე შეგიძლიათ იფიქროთ. ვანილის არომატი, გემრიელი კრემი და ხრაშუნა სეზონური ხილი ამ ტორტს არანაკლებ სადღესასწაულო იერს უქმნის. ამ ხილის ტორტს შეიძლება ჯანმრთელობისა და გემოვნების მშვენიერი კომბინაციაც კი უწოდოთ.
მარწყვის ტორტები
მარწყვის ტორტები შეიცავს მარწყვს, როგორც ძირითად ინგრედიენტს. მარწყვი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტორტის ცომში, ტორტის თავზე დეკორაციად და მარწყვის ტორტის ტოპინგის სახითაც. მარწყვის ტორტები ნებისმიერ სადღესასწაულო დღეს მოუხდება, განსაკუთრებით კი პოპულარულია ვალენტინობის დღის აღსანიშნავად.
მოცვის ტორტები
მოცვის ტორტები იმდენად არომატულია, რომ შესაძლოა სულაც არ შევურიოთ სხვა ხილი ინგრედიენტად, თუმცა ხშირად მოცვს დამატებული აქვს ჟოლო, კენკრა, მაწრყვი და სხვადასხვა კენკროვანი ხილი, რაც ხილის ტორტს კიდევ უფრო მადისაღმძვრელს ხდის. ხილი შეიძლება იყოს გაყინული ან ახალი.
ანანასის ტორტები
ანანასი ტროპიკული ხილია, რომელიც არ არის ძალიან ტკბილი და საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც მსუბუქი, ნეიტრალური სიტკბოს ტორტები მოწონს. ანანასთან შესაძლებელია ნაყინის გამოყენება. ასევე სხვა ხილის გამოყენებაც, როგორც მეორადი ინგრედიენტი.
კივის ტორტები
კივი შეიძლება მიირთვათ როგორც მზა ხილი, მაგრამ ამავდროულად შესაძლებელია აქციოთ წვენად, ჯელატინად და გამოიყენოთ ტორტებში. როდესაც ხილის ტორტში მთავარ ინგრედიენტად კივის დაჭრილი ნაჭრებია გამოყენებული, ტორტი მსუბუქი და საკმაოდ არომატულია.