ტორტები გოგოსთვის / Tortebi gogostvis
ტორტები გოგოსთვის / Tortebi gogostvis
როდესაც დაბადების დღის ან სხვა რაიმე განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად ემზადებით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ტორტი, რომელიც წვეულების მნიშვნელოვანი ნაწილია და რომლის გარეშეც თითქმის წარმოუდგენელია ნებისმიერი დღის აღნიშვნა. თავად ტორტის ტიპი ხშირად ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გაფორმება და დეკორი, რომელმაც აღფრთოვანება და სიხარული უნდა გამოიწვიოს სტუმრებს შორის, განსაკუთრებით კი მისთვის, ვისი დაბადების დღისთვისაც ემზადებით.
არსებობს უამრავი ტიპის, ზომის, ფორმის, გემოს, არომატის, ფერის, ინგედიენტისა და დანიშნულების ტორტები. დანიშნულებაში იგულისხმება დღე, რომლისთვისაც ტორტის შეკვეთას აპირებთ და ამასთან, საკმაოდ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ ვისთვის ამზადებთ ტორტს, იქნება ეს ბავშვი, მოზრდილი თუ ასაკოვანი ადამიანი, ასევე საჭიროა სქესის ცოდნაც, იმისათვის, რომ ტორტის მორთულობა და გაფორმება სრულიად შეესაბამებოდეს პიროვნებას.
როგორ ავარჩიოთ ტორტები გოგოსთვის
თუ თქვენ გსურთ ტორტები გოგოსთვის და გიჭირთ მრავალი დიზაინის ტორტებიდან ერთის ამორჩევა, დაგეხმარებით გადაწყვეტილების შედარებით მარტივი გზით მიღებაში. ამისათვის, თქვენ მხოლოდ უნდა გაიხსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი, იმ გოგონას შესახებ, რომლისთვისაც ტორტს უკვეთავთ. ქვემოთ დაყოფილია ტორტების ტიპები, სხვადასხვა ასაკის ჯგუფის გოგონებისთვის, რომელთა გემოვნება და ინტერესები, ასაკის მიხედვით სრულიად განსხვავებულია.
ტორტები გოგოსთვის - ასაკი 1 -დან 13 წლამდე
როგორც წესი, 1 -დან 13 წლამდე ასაკის გოგონებისთვის, შედარებით მარტივია ტორტის შერჩევა, რადგან ამ ასაკის გოგონებს ძირითადად მოსწონთ თოჯინები, ბარი, პრინცესები, ფერადი ბურთები, ბრჭყვიალა ნივთები, და ა.შ. დააკვირდით რა მოსწონს/უყვარს თქვენს გოგოს, რომელი სათამაშოებით თამაშობს ყველაზე მეტად, რომელი ფერი უყვარს/ არ უყვარს, როგორი გემოები მოსწონს? ტკბილი თუ ნაკლებად ტკბილი, შოკოლადის თუ ვანილის, ლიმონის თუ ხილის? ხილიდან რომელს გამოარჩევდით?
ამგვარი კითხვებზე დაფიქრებით თქვენ მარტივად შეძლებთ შეარჩიოთ ყველაზე შესაფერისი, ლამაზი და გემრიული ტორტები გოგოსთვის, რომელსაც ძალიან გაახარებთ, თუკი მისი საყვარელი სათამაშოს ან/და მულტფილმის, ზღაპრის პერსონაჟის მქონე დიზანის ტორტს მიართმევთ.
აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის გოგონებს უყვართ შემდეგი მულტფილმის გმირები ქალთევზა არიელი, რაპუნზელი, წითელქუდა, პრინცესა ელზა და ანა, და სხვა პერსონაჟები დისნეიდან. ასევე მათ მოსწონთ პეპლები და ყვავილები, ვარსკვლავები, ბრჭყვიალა, ფერადი ბურთები, საყვარელი სათამაშოები და ცხოველები, როგორიცაა ჰელოუ ქითი (Hello kitty), უნიქორნი (unicorn), და სხვა.
მაგალითისთვის, გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რომლებსაც ხშირა დუყვეთავენ გოგოსთვის:
ბალერინას ტორტები გოგოსთვის
თუ გოგონა, რომლისთვისაც ტორტს არჩევთ, დადის ცეკვაზე, ბალეტზე, მუსიკაზე, ან/და სხვა წერზე, შეგიძლიათ ეს თემატიკა გამოიყენოთ მის სადღესასწაულო ტორტის დიზაინში, რა თქმა უნდა, თუკი მასაც მოსწონს და უყვარს ეს აქტივობები. ქვემოთ იხილეთ მაგალითები:
მულტფილმის პერსონაჟების ტორტები გოგოსთვის
დისნეის პრინცესებით მორთული ტორტები გოგოსთვის.
ალბათ, ნებისმიერი გოგოს ოცნებაა მსგავსი ლამაზი და პრინცესული ტორტის მიღება დაბადების დღის წვეულებაზე. შესაძლებელია, როგორც ერთ, ისე ორ და სამ სართულიანი ტორტების გამოცხობაც, დისნეის სხვადასხვა პრინცესებით გაფორმება, ან მხოლოდ ერთი, ფავორიტი პრინცესას მიხედვით დიზაინის შექმნა.
გვირგვინიანი ტორტები გოგოსთვის.
ცისარტყელას ტორტები გოგოსთვის
ცისარტყელას ტორტები საკმაოდ პოზიტიური და ფერადია, შესაბამისად მარტივად შესამჩნევიცაა წვეულებაზე და რაც მთავარია, ამგვარი დიზაინის ტორტებს დამატებითი სიხალისე მოაქვს. ასეთი კრეატიული ტორტი ნებისმიერ ბავშვს გაახარებს.
უნიქორნის ტორტები გოგოსთვის
უნიქორნის ტორტები გოგოსთვის შესანიშნავი არჩევანია, მით უმეტეს თუკი გოგონა ამ საყვარელ არსებაზე გიჟდება. ამ დიზაინის ტორტები ძირითადად მრგვალი ფორმის კეთდება.
რაც შეეხება ტორტების ზომას, ეს დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე და ასევე კლიენტის სურვილზე, რამდენ სართულიან ტორტს შეუკვეთავს. მოხერხებით კი ნებისმიერი სართულის ტორტი შეიძლება დამზადდეს უნიქორნის თემატიკაზე.
ტორტები გოგოსთვის - ასაკი 14 -დან 20 წლამდე
გოგოები, რომლებიც 14 - 20 ასაკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, უკვე თინეიჯერებად ითვლებიან, შესაბამისად უადგილო იქნება თუკი მათთვის ბარბის ტორტს შეარჩევთ ან/და მულტფილმის გმირის და პრინცესას დიზაინს შეუკვეთავთ. ამ ასაკის გოგოსთვის, სასურველია უფრო სადა, დახვეწილი და ელეგანტური ტორტების შეკვეთა. რა თქმა უნდა, პეპლები და ყვავილები ამ ასაკაშიც ძალიან მოთხოვნადია და ტრენდული.
ყვავილებითა და პეპლებით გაფორმებული ტორტები გოგოსთვის. ამ თემატიკის ტორტები ლამაზია, როგორც ერთ სართულიანი, ისე ორ და მეტ სართულზეც კი, არჩევანი კლიენტის სურვილსა და მოთხოვნაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ფერს, თითქოს ვარდისფერი ყველაზე მეტად უხდება ნაზ და ლამაზ ტორტს, თუმცა ზოგადი რჩევაა სხვა ფერებიც იყოს შერეული.
ფერების შერჩევისას გაითვალისწინეთ წვეულების გაფორმება. დღესდღეობით პოპულარული გახდა ერთი თემატიკის ფარგლებში გამოწყობა და წვეულების შესაბამისად მორთვა, ასერომ, თუკი გარმეო ყვავილების დეკორაციებით იქნება მართული, მაშინ მსგავსი ტორტები მისწრებაა, ხოლო თუ რომელიმე ერთი ფერის წვეულება იმართება, ეცადეთ ფერი შეესაბამებოდეს და სადა დეკორაციული ფიგურებიც შეარჩიოთ.
ნაყინიებით, ტკბილეულითა და დონატებით გაფორმებული ტორტები გოგოსთვის.
ტორტები გოგოსთვის - ასაკი 21 -დან ზევით
21 + ასაკის გოგოებისთვის რეკომენდირებულია შედარებით სადა და წარწერიანი ტორტები. საკმაოდ ტრენდულია ციფრებისა და ანბანის ასოს ფორმის ტორტები, რომლებიც იმ ასაკს აღნიშნავს, რამდენი წლისაც იუბილარი გახდა, ან/და მისი სახელის პირველ ასოს. მაგალითისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ტორტები გოგოსთვის:
ასევე მოთხოვნადია ხილისა და შოკოლადის სადა სტილის ტორტებიც: