ტორტები ბიჭისთვის / Tortebi bichistvis
ტორტები ბიჭისთვის / Tortebi bichistvis
დაბადების დღის ტორტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ნებისმიერი დღის აღნიშვნაში დაგეხმარებათ. დაბადების დღის წვეულება, რომელსაც გემრიელი ტორტი არ აქვს, თითქმის წარმოუდგენელია. ამასთან, რაც უფრო უნიკალურია თქვენი ტორტი, მით უფრო მეტად ხდება თქვენი წვეულება უნიკალური. ამ სტატიაში იხილავთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რაც ტორტის შეკვეთისას უნდა გაითვალისწინოთ და ასევე, იხილავთ არაერთ მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ მარტივად შეარჩიოთ ტორტები ბიჭებისთვის.
რა უნდა გავითვალისწინოთ ტორტის შეკვეთისას
ტორტები, როგორც წესი, სხვადასხვა ტიპისაა, რაც დამოკიდებულია გამოყენებულ ინგრედიენტებზე, კლიენტის მიერ შერჩეულ დიზაინზე, სტუმრების რაოდენობაზე, და ა.შ. გარდა ამ ფაქტორებისა, ტორტების ტიპი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ ვისთვის შეარჩევთ მას. მაგალითად, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, როგორც წესი განსხვავებული გემოვნება აქვთ შესაბამისად ბავშვებს, ძირითადად მოსწონთ შოკოლადის და ნაყინის არომატული ნამცხვრები, ზრდასრულებს უფრო ხილის და ვანილის ტორტები და ა.შ.
განსხვავება იგრძნობა ასევე ტორტის დეკორაციებსა და დიზაინს შორის. თუ ტორტს უკვეთავთ ბავშვისთვის, მაშინ დიდი შანსია ეს ტორტი იყოს ფერადი და სხვადასხვა საინტერესო და გასართობი ფიგურებით მორთული. იმ შემთხვევაში თუ არჩევთ ზრდასრულებისთვის, ტორტი უფრო სადა და ელეგანტური იქნება.
თინეიჯერების შემთხვევაში, ბავშვებისგან განსხვავებით დაბადების დღის ტორტები არ მოსწონთ მულტფილმის პერსონაჟებით. ამიტომ, მათ მოსწონთ ტორტები, რომლებსაც მარტივი და სადა დიზაინი აქვს, თინეიჯერული ვარსკვლავები, შოკოლადის ბარი, და ა.შ.
როგორ შევარჩიოთ ტორტები ბიჭისთვის
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ შეარჩიოთ ტორტები ბიჭებისთვის მაშინ უნდა გაითვალისწინოთ მათი ასაკი, გემოვნება, ინტერესები, ჰობი, სასურველი არომატი, საყვარელი ფერი, და ბევრი სხვა დეტალი. მაგალითად, მოზრდილ ბიჭებს მოსწონთ ტორტები, რომლებიც ასახავს საყვარელ სპორტულ პერსონაჟს ან/და სპორტის რომელიმე სახეობას.
თუ იმ ადამიანს, რომლისთვისაც ტორტს არჩევთ უყვარს შოკოლადის ტორტები ან/და შოკოლადის შემცველი ნამცხვრები, მაშინ შეარჩიეთ ტორტი შოკოლადის არომატით და იზრუნეთ მის დიაზაინზე. შოკოლადი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ნებისმიერი დაბადების დღის წვეულებისთვის, რადგან იგი ითვლება სიმბოლოდ უამრავ რამეზე, როგორიცაა სიხარული, სიყვარული და შეყვარებულებს შორის კავშირიც კი, რადგან შოკოლადი ტკბილთან ასოცირდება.
ერთ-ერთი ვარიანტი არის, რომ უბრალოდ გქონდეთ მარტივი დიზანის მქონე ტორტები ბიჭისთვის, რომელზეც წერია მისი სახელი და კეთილი სურვილები, როგორც ქართული ისე ინგლისური ასოებით. ბიჭი ბავშვებისთვის ტორტების შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ ის, რაც ზოგადად მოსწონთ ბავშვებს. ბავშვებისთვის დაბადების დღის წვეულებების შემთხვევაში შეიძლება გქონდეთ დიზაინი, სადაც ნაჩვენებია ცხოველები, ცისფერი ცა, ყვავილები, ცისარტყელა, ყვითელი იხვები, დათუნია, ვარსკვლავები, სუპერგმირები, მანქანები და ა.შ.
ტორტები ბიჭისთვის - 1 - 12 წლის ასაკის
მაშინ, როდესაც ყველაფერი მზად გაქვთ დაბადების დღის წვეულებისთვის, სტუმრების სიიდან, წვეულების დეკორაციიდან და დაბადების დღის ჩაცმულობამდე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი ელემენტი, რაც კარგად უნდა დაგეგმოთ არის თქვენი პატარას დაბადების დღის ტორტი. ბევრი მშობელი ხშირად დილემის წინაშე დგას იმის შესახებ, თუ როგორი ტორტი შეურჩიოს პატარა ბიჭებს დაბადების დღისთვის.
იმისათის, რომ ტორტები ბიჭისთვის ზუსტად ასახავდეს მათ ხასიათს, სურვილებს, ფანტაზიებს და ა.შ. თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. მართალია დაახლობით 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის რთულია შეარჩიოთ ტორტი მათი ინტერესების მიხედვით, მაინც შესაძლებელია ისეთი დეკორაციების შერჩევა, რომლის დანახვაც პატარას გაახარებს.
5 წლიდან ბავშვებს უფრო მეტად უყალიბდებათ მოწონება და ინტერესი სხვადასხვა საგნების მიმართ. მაგალითად, შეგიძლიათ დააკვირდეთ თქვენს ბავშვს და ნახოთ თუ რომელი სათამაშოებით თამაშობს ხშირად, რა უყვარს ყველაზე მეტად? სათამაშო მანქანები? სათამაშო ცხოველები? ფერადი კუბიკები? ამასთან, ნახეთ თუ რომელ მულტფილმებს უყურებს ხშირად და რომელია მისი საყვარელი გმირი, ხშირად ამ ასაკის ბიჭ ბავშვებს უყვართ ბეტმენი, რკინის კაცი, სპაიდერმენი, ჰალკი, და სხვა სუპერგმირები.
შეგიძლიათ ტორტები ბიჭისთვის შეარჩიოთ მისი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟის ფიგურის გამოყენებით, მაგალითად რომელ მოთხრობას, ზღაპარს ანიჭებს უპირატესობას? უყვარს სამი გოჭი? მოთხრობები დრაკონების შესახებ? იქნებ მეფისა და რაინდების გმირობებით არის დაინტერესებული? აუცილებლად გაითვალისწინეთ მსგავსი პატარა დეტალები და დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი არჩევანით, თქვენს პატარას დაუვიწყარ წვეულებას მოუწყობთ მისი საყვარელი ტორტით.
გარდა დიზანისა, როდესაც არჩევს ტორტს ბიჭისთვის, უნდა გაითვალისწინოთ მისი გემოვნება არომატების მიმართ. თუ მას არ უყვარს თხილის, ნუშის ან ნიგოზის შემცველობის ნამცხვრები, ნუ გამოიყენებთ მას მისი დაბადების დღის ტორტში. თუ მას უყვარს შოკოლადის ნაყინი ვანილის არომატზე მეტად, მაშინ ტორტშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხშირად ბაშვებს უყვართ მარწყვი, ჟოლო და მსგავსი ხილი ტორტებში, გაიგეთ თუ რა უყვარს თქვენს პატარას და ისე გააკეთეთ არჩევანი.
გთავაზობთ რამდენიმე იდეას თქვენი 1 წლის ბავშვის (ბიჭის) დაბადების დღის წვეულებისთვის. იხილეთ მაგალითები:
ტორტები ბიჭისთვის - 13 - 20 წლის ასაკის
თუ გინდათ შეუკვეთოთ ტორტები ბიჭისთვის, რომელიც 13 წლიდან 20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის, მაშინ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაითვალისწინეთ - არ შეუკვეთოთ ტორტი მისი საყვარელი ფილმის, მულტფილმის გმირის ან პერსონაჟის ფიგურით - რადგან, ამ ასაკში, მოზარდებს უფრო სადა სტილის ტორტები მოსწონთ. შეარჩიეთ ტორტები ბიჭისთვის, მათი ჰობის გათვალისწინებით.
მაგალითად, თუ უყავრს სპორტი, შეარჩიეთ ტორტის დიზაინი ამ თემატიკის მიხედვით. თუ აქვს ჰობი, ხატვა, ცურვა, თევზაობა, ა.შ. მაშინ, შეგიძლიათ ეს ყველაფერი ტორტის შეკვეთისას გაითვალისწინოთ.
იხილეთ მაგალითები:
ტორტები ბიჭისთვის - 21+ ასაკის
გთავაზობთ რამდენიმე იდეას ბიჭის (21 -წლის და ზევით) დაბადების დღის წვეულებისთვის. იხილეთ მაგალითები: