შოკოლადის ტორტები / Shokoladis tortebi
შოკოლადის ტორტები / Shokoladis tortebi
რისგან შედგება შოკოლადის ტორტები
შოკოლადის ტორტები მზადდება არომატიზებული გამდნარი შოკოლადით ან/და კაკაოს ფხვნილით და აქვს საოცრად გემრიელი სურნელი. შოკოლადის მოყვარულთათვის, შოკოლადის ტორტების შეკვეთა საუკეთესო არჩევანია. შოკოლადის ტორტები არამარტო დღესასწაულებზე, არამედ ჩვეულებრივ დღეებშიც საკმაოდ სასიამოვნოდ დასაგემოვნებელია.
შოკოლადის ტორტები, შოკოლადისა და კაკაოს ფხვნილის გარდა ასევე შეიძლება მოიცავდეს სხვა ინგრედიენტებსაც. მათ შორისაა ვანილის არომატიზატორი, კრემი, ბეზე, და სხვა დამატკბობლებიც. ზოგჯერ შესაძლოა ხილიც მოუხდეს შოკოლადის ტორტს, თუმცა ამ ვარიანტის ტორტებს იშვიათად უკვეთავენ. შოკოლადის ტორტებს უხდება თხილი (მიწის თხილიც), ნუში და ნიგოზი; ასევე, ძალიან ხშირად შოკოლადის ტორტში შერეულია ლიქიორის მასა, რომელიც ტორტის გემოს კიდევ უფრო ტკბილ და საინტერესოს ხდის.
შოკოლადის ტორტები თხილით
მიწის თხილის, ან ჩვეულებრივი თხილისა და შოკოლადის კომბინირება ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. ასეთ კომბინაციის შემთხვევაში, ტორტის გემო და არომატი ჰგავს სნიკერისის შოკოლას, რომელსაც თხილის შიგთავსი აქვს. ამასთან, შოკოლადის ტორტში თუ გამოიყენებთ თხილის ნებისმიერ ტიპს, ტორტი უფრო გემრიელი იქნება და არ იქნება მძიმე და ძალიან ტკბილი.
გარდა ამისა თხილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნიგოზი, რომელსაც ალუბალის დამატებაც კი უფრო გემრიელ დანამატს შესძენს. ზოგიერთ შოკოლადის ტორტის მოყვარულ ადამიანს უყვარს თხილიანი ტორტები, თუმცა, როდესაც თხილი ხვდება, სასიამოვნოდ შესაჭმელი აღარ ხდება. ასეთ ვარიანტში, თუ თქვენც გაწუხებთ ტორტში ინგრედიენტად გამოყენებული თხილი, შესაძლებელია თხილის ან მიწის თხილის წვრილ კუბიკებად დაჭრა და ისე გამოყენება, ან სულაც დაფქული სახით გამოყენება.
იმისათვის, რომ მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი შოკოლადის ტორტები თხილით/მიწის თხილით, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემული ფოტოები, რომელიც იდეებსაც მოგაწვდის შოკოლადის ტორტის დიზაინისა და გაფორმების შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ქვემოთ მოცემული რომელიმე ტორტის დიზაინი, რომელსაც თქვენი სურვილისამებრ დავუმატებთ სხვა ინგრედიენტებსაც.
იხილეთ ქვემოთ:
შოკოლადის ტორტები ნიგვზით
შოკოლადის ტორტები კიდევ უფრო გემრიელი და მადის აღმძვრელია, რომელსაც გულში სხვა ინგერდიენტიც აქვს შერეული, ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია ნიგოზი. ნიგოზი, საკმაოდ სასარგებლოცაა ჯანმრთელობისთვის და ტორტებშიც ხშირად გამოიყენება.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა შოკოლადის ტორტები, რომელთა შიგთავსიც შოკოლადისა და ნიგვზისგან შედგება, თუმცა რასაკვირველია, თქვენი მოთხოვნილების მიხედვით შევარჩევთ თქვენთვის სასურველ დამატებით ინგრედიენტებს თქვენივე შოკოლადის ტორტისთვის.
შოკოლადის ტორტები ხილით
შოკოლადის ტორტებს განსაკუთრებით უხდება ხილი, როგორიცაა ალუბალი, ბალი, მარწყვი, ატამი, ბანანი, კივი, და კიდევ ბევრი სხვა ხილი. ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა ტიპის, ზომისა და დიზაინის შოკოლადის ტორტები ხილით, რომელთაგან საუკეთესოს არჩევა შეგიძლიათ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ შესაძლებელია მათი დიზაინისა და შიგთავსის შეცვლა თქვენივე მოთხოვნილების საფუძველზე.
შოკოლადის ტორტები მარწყვით
შოკოლადის ტორტები მარწყვით საკმაოდ გემრიელია, მარწყვი დაჭრილი სახით არის გამოყენებული როგორც მეორადი ინგრედიენტი, თუმცა, შესაძლებელია ნახევარიც კი იქნას გამოყენებული, თუ უფრო მეტად გსურთ, რომ მარწყვიც მიირთვათ, როგორც მზა ხილი შოკოლადთან ერთად.
იხილეთ შოკოლადის ტორტები მარწყვით:
შოკოლადის ტორტები ბანანით
შოკოლადს ისე არცერთი ხილი არ უხდება, როგორც ბანანი. როდესაც შოკოლადის ტორტებში ვიყენებთ ბანანს, ტორტი სულ სხვა, გემრიელ და არომატულ გემოს იძენს. ბანანი დაჭრილი ვერსიით არის გამოყენებული ტორტებში. შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ სხვადასხვა ვარიანტის შოკოლადის ტორტები ბანანით.
შოკოლადის ტორტები კარამელითა და ნაყინით
საკმაოდ ხშირად შოკოლადის ტორტები შეიცავს კარამელს, მოხარშულ კრემს, ნაყინს ან/და ნუტელას, შედეგად კი ტორტი უგემრიელესი და ტკბილია. არომატი კი საკმაოდ სასიამოვნო აქვს. ქვემოთ არის წარმოდგენილი რამდენიმე ვარიანტი, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი შოკოლადის ტორტები კარამელისა და ნაყინის შიგთავსით, ან დაუმატოთ სურვილისამბევრ სხვა ინგრედიენტი.