სადღესასწაულო ტორტები / Sadgesaswaulo tortebi
სადღესასწაულო ტორტები / Sadgesaswaulo tortebi
ტორტები იყო და ყოველთვის იქნება თითქმის ყველა დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი, იქნება ეს დიდი თუ პატარა წვეულება. ტორტები არის ის, რაც შემთხვევას, დღესასწაულს განსაკუთრებულს ხდის. ეს ნიშნავს, რომ დღე ისეთი განსაკუთრებულია, რომ სათანადოდ უნდა აღინიშნოს.
ნებისმიერი განსაკუთრებული დღე იქნება ეს - ქორწინება, იუბილე, მეგობრების შეხვედრა, შობა, ახალი წელი, კორპორატიული წვეულება, გამოსაშვები საღამო თუ დაბადების დღე - ყოველთვის საჭიროებს ტკბილეულის, ისეთს როგორიცაა ტორტი. თითქოს ცარიელიც კი ჩანს წვეულება თუ იქ ტორტი არ დაგვხვდება, განსაკუთრებით კი დაბადების დღეზე.
ამ სტატიაში იხილავთ ინოფრმაციას სხვადასხვა სადღესასწაულო ტორტების შესახებ და რაც მთავარია, ნახავთ უამრავი თემატიკის ტორტებს მეტი იდეებისა და არჩევანისთვის.
დაბადების დღის ტორტები
დაბადების დღე ითვლება წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღედ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ტორტები კი ტრადიციულად, დაბადების დღის მნიშვნელოვანი ნაწილია. დაბადების დღის ტორტები, განსაკუთრებით კი საბავშვო, შეიძლება გაფორმდეს კონკრეტული მულტფილმის თემატიკის მიხედვით. დღესდღეობით ტრენდულია მულტფილმის გმირებითა და პრინცესებით ტორტების გაფორმება.
იმისათვის, რომ მარტივად შეარჩიოთ დაბადების დღის ტორტი თქვენი საყვარელი ადამიანისთვის, ნახეთ ქვემოთ მოცემული ვარიანტები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში აუცილებლად დაგეხმარებათ:
კორპორატიული ტორტები
კორპორატიული ტორტები შეიძლება იყოს მარტივი და მინიმალისტური, ან მრავალსართულიანი, იარუსებითა და დეკორაციებით მორთული. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენი სურვილისა და მოთხოვნის შესაბამისი კორპორატიული ტორტები, თქვენთვის სასურველი ინგრედიენტების, გემოვნების, დიზაინისა და ფერის მიხედვით.
კორპორატიული ტორტები, უმეტესწილად დიდი ზომის, მართკუთხედის ან/და ოთხკუთხედის ფორმებით. კორპორატიულ ტორტებზე ხშირად არის დატანილი წარწერა, მოხატულია კომპანიის/დაწესებულების ლოგო, და სხვადასხვა სახის დეკორაციები.
მეტი იდეებისთვის, იხილეთ ქვემოთ მოცემული კორპორატიული ტორტები:
ნიშნობის ტორტები
ტრადიციულად, ნიშნობის ტორტები მხოლოდ მრგვალი ფორმის იყო, შეზღუდული არომატით. დღესდღეობით კი, ტორტები ხელმისაწვდომია მრავალი არომატით, ნებისმიერი ფორმითა და ზომით. მაგალითად, ნიშნობის ტორტები შეიძლება იყოს შემდეგი ფორმის, როგორიცაა გული, მართკუთხედი, მრგვალი და სპეციალიზირებული ახლად დანიშნული წყვილის სახელებით ან/და გაფორმებული დეკორაციებით, როგორიცაა ბეჭედი, ქალისა და მამაკაცის ფიგურა, გულები, ვარსკვლავეი, და ა.შ.
ქვემოთ ნახავთ სხვადასხვა სტილის, ტიპისა და ზომის ნიშნობის ტორტებს:
საქორწილო ტორტები
საქორწილო ტორტები, ისეთი დიზაინისა და არომატის იყოს, რომ დიდი და კარგი შთაბეჭდილება დატოვოს ქორწილის ყველა სტუმარზე. ძირითადად, საქორწილო ტორტები არის მრავალსართულიანი, ორი, სამი, ოთხი და ზოგჯერ მეტი სართულის.
თუ წყვილს არ უნდა ხუთსართულიანი ტორტის შეკვეთა, მაგრამ დიდი სურვილი აქვს, რომ საქორწილო ტორტი დიდი და გრანდიოზული იყოს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია სამი ან ოთხი სართულის გაკეთება, და ტორტის ფენებს შორის იარუსების დამატება, რომლებზეც სხვადასხვა სახის დეკორაცია განთავსდება, მაგალითად, ყვავილებით შეიძლება გაფრომდეს და ცარიელი ადგილები შეივსოს; ამგვარი გზით ტორტი მაღალი იქნება, თუმცა ნაჭრების რაოდენობა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სტუმრებისთვის.
იხილეთ სხვადასხვა ზომისა და დიზაინის საქორწილო ტორტები, რომლებიც თქვენს განსაკუთრებულ დღეს, კიდევ უფრო გრანდიოზულს გახდის:
საქორწილო ტორტები წყვილის ფიგურებით.
საქორწილო ტორტები ყვავილებითა და იარუსებით გაფორმებული.
ნათლობის ტორტები
ნათლობის ტორტები საკმაოდ აქტუალური გახდა დღესდღეობით. ამ ტიპის ტორტები უმეტესწილად სადა, მინიმალისტურ ფერებშია, როგორიცაა პასტელური ფერები (ბაცი ვარდისფერი, ბაცი ცისფერი, იისფერი, და ა.შ.); თუმცა, ზოგიერთი კლიენტი ფერად, მკვეთრი ფერებისა და არომატის ნათლობის ტორტებსაც უკვეთავს.
როგორია ნათლობის ტორტების დეკორაცია? ნათლობის ტორტები, როგორც წესი განკუთვნილია პატარა ბიჭის ან გოგოსთვის, რომელიც მოინათლა. შესაბამისად, ბუნებრივია რომ ტორტის დეკორაცია იქნება ბავშვური, პატარს სქესის გათვალისწინებით. მარციპანის ფიგურები საკმაოდ პოპულარულია მსგავსი თემატიკის ტორტების დამზადებისას. მაგალითად, ხშირად ნათლობის ტორტები გაფორმებულია დათუნიებით, მთვარითა და ვარსკვლავებით, ბურთებით, ყვავილებით, ბრჭყვიალა საჭმელი ფხვნილებით. ასევე, საკმაოდ ხშირად ნაჭერში გახვეულ პატარა გოგოს ან ბიჭის ფიგურასაც ამზადებენ სიმბოლურად.
გთავაზობთ საკმაოდ დიდ არჩევანს, ნათლობის ტორტების ასარჩევად, რომელიც თქვენი პატარას ნათლობის დღესასწაულს, კიდევ უფრო გაალამაზებს. იხილეთ ქვემოთ მოცემული ფოტოები:
საბავშვო ტორტები - ბავშვის სქესის გამოთვლისთვის (baby shower)
დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ. ბავშვის სქესის გამომთვლელი ტორტები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ახალი ტრენდია საქართველოში. როდესაც წყვილი იღებს მათი მომავალი ბავშვის სქესის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხშირად ისინი სურპრიზად ტოვებენ ამ სიახლეს და აწყობენ სპეციალურ წვეულებას, სადაც ერთად გამოავლენენ თუ რომელი სექსის ბავშვი ეყოლებათ. შესაბამისად, ტორტი ამ დღესასწაულის განუყრელი ნაწილია.
არსებობს მრავალი სახის, ფორმისა და ზომის საბავშვო ტორტები; ამ კონკრეტული თემატიკის ტორტები თითქმის ყოველთვის ცისფერ და ვარდისფერ ფერებშია, რადგან ტორტი უნდა ასახავდეს დღესასწაულის თემას, ცისფერი - ბიჭის ფერად ასოცირდება, ხოლო ვარდისფერი - გოგოს. დეკორაციის სახით, ამგვარი ტორტები გაფორმებულია პატარა ბიჭისა და გოგოს მარციპანის საჭმელი ფიგურებით, ბიჭისა და გოგოს ფეხსაცმლით, ბავშვის საწოვარით, სათამაშოებით და სხვა.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ საბავშვო ტორტების სხვადასხვა ვარიანტი:
საახალწლო ტორტები
ახალი წელი საახალწლო ტორტების გარეშე ზოგიერთი ადამიანისთვის თითქმის წარმოუდგენელია. საახალწლო ტორტები საკმაოდ გრანდიოზულად არის მორთული, ძირითადად წითელი და მწვანე ფერი ჭარბობს ტორტში, რაც თოვლის ბაბუასა და საახალწლო ნაძვის ხის სიმბოლური ფერებია. ამ დღის სადღესასწაულო ტორტები ყოველთვის პოზიტივსსა და სიხალისეს მატებს სუფრას და კიდევ უფრო ამაღლებს გარშემომყოფთა საახალწლო განწყობას.
იმისათვის, რომ მარტივად შეარჩიოთ სასურველი სადღესასწაულო ტორტები ახალი წლისთვის, ნახეთ ქვემოთ მოცემული ვარიანტები: