საბავშვო ტორტები / Sabavshvo tortebi

საბავშვო ტორტები ნებისმიერი სადღესასწაულო დღისთვის განსაკუთრებული ელემენტია. მაგალითად, დაბადების დღე განსაკუთრებული დროა ყველა ასაკის ბავშვებისთვის. დღესდღეობით ბავშვების უმეტესობა დაბადების დღეს აღნიშნავს თემატური წვეულებით. ჩვენს საკონდიტროში კი შესაძლებელია გემრიელი ტორტების გამოცხობა და შემდგომ მათი ლამაზად გაფორმება, კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად. ასე რომ, თუ თქვენ გეგმავთ ბავშვისთვის დაბადების დღის თემატური წვეულების მოწყობას და ეძებთ საბავშვო ტორტების დიზაინს, ამ სატატიაში იხილავთ ტორტების სიას, რომელიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

თემატური საბავშვო ტორტები დაბადების დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ბავშვებისთვის. მიეცით ბავშვს საშუალება აირჩიოს საკუთარი ტორტის თემა და ისიამოვნეთ მისი განსაკუთრებული დღით! ხოლო, თუ იცით ბავშვის საყვარელი მულტფილმის პერსონაჟი, მისი გაოცებაც შეგიძლიათ უგემრიელესი დაბადების დღის საბავშვო ტორტებით.

მოდით გავეცნოთ რამდენიმე მულტფილმის პერსონაჟს, რომლებიც პოპულარულია ბავშვებში და, სავარაუდოდ, თქვენი შვილის რჩეულ სიაშიც მოხვდება.

საბავშვო ტორტები - სუპერგმირის ტორტის თემა

ყველა ბავშვს სურს იყოს სუპერგმირი და რა არის მისი გამოხატვის უკეთესი მეთოდი, თუ არა სუპერგმირის ტორტი. ისეთი სუპერგმირები, როგორებიცაა ბეტმენი, სპაიდერმენი, ჰალკი, რკინის კაცი, კაპიტან ამერიკა, სუპერმენი, და სხვა., ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა დღესდღეობით დაბადების დღის ტორტებისთვის, განსაკუთრებით კი ბიჭებისთვის.

იხილეთ მაგალითები:

ბეტმენის ტორტი.

სპაიდერმენის ტორტი.

სუპერმენის ტორტი.

საბავშვო ტორტები - დისნეის მულტფილმების ტორტის თემა

დისნეის პერსონაჟები დიდი პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში, როგორც ბიჭებში, ისე გოგოებში. მაგალითად, ისეთი პერსონაჟები, როგორიცაა მიკი მაუსი, ქალთევზა არიელი, პრინცესა ელზა, და სხვა. საკმაოდ ტრენდულია და ლამაზი ტორტის დიზაინიც შეიძლება შეიქმნას.

იხილეთ მაგალითები:

მიკი მაუსის ტორტი.

ქალთევზა არიელის ტორტი.

პრინცესა ელზას და ანას ტორტი.

საბავშვო ტორტები - მინიონების ტორტის თემა

ეს საყვარელი პატარა მინიონები ბავშვებში ძალიან პოპულარულია. ამ თემაზე გაფორმებული ტორტები არის ნათელი ყვითელ და ლურჯ ფერებში.

იხილეთ მაგალითები:

მინიონების ტორტი.

საბავშვო ტორტები - Peppa Pig / პეპა ღორის ტორტის თემა

ვინ უარყოფს პეპა ღორისა და მისი მეგობრები? Peppa Pig–მა მოიპოვა მილიონობით ბავშვის ინტერესი მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც და ხშირად უკვეთავენ დაბადების დღის ტორტებისთვის.

იხილეთ მაგალითები:

საბავშვო ტორტები - ბარბის ტორტის თემა

1960-იანი წლებიდან დღემდე ბარბი ერთ-ერთი საყვარელი სათამაშოა პატარა გოგონებისთვის. ბარბის ტორტები საკმაოდ ტრენდული გახდა ბავშვებისთვის. ბარბის თემატური ტორტები დიდი მოწონებას იმსახურებენ როგორც წესი, განსაკუთრებით კი ის, სადაც თოჯინა თავად არის ჩასმული ნამცხვარში წელამდე და გაბრწყინებული ლამაზად გაფორმებული კაბა აცვია. ბავშვებისთვის ეს ერთგვარი სურპრიზია, რადგან ტორტის მირთმევის შემდეგ ბარბის თოჯინა იუბილარის ხდება.

იხილეთ მაგალითები:

ბარბის თოჯინა ტორტში ჩასმული.

საბავშვო ტორტები - Hello Kitty / ჰელოუ ქითის ტორტის თემა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იაპონური მულტფილმი, Hello Kitty, ტრენდულია ტანსაცმელებზე, სათამაშოებში, კომიქსებსა და ტორტებშიც კი. პატარა გოგონებისთვის ძალიან საყვარელი თემაა, რადგან მისი ვარდისფერი და თეთრი ფერის პალიტრა, ბევრ გოგონაში იწვევს ინტერესს.

იხილეთ მაგალითები:

საბავშვო ტორტები - ნემოს ტორტის თემა

ნემო არის ბევრი ბავშვისთვის საყვარელი მულტფილმი. ნემოს თემატიკის ტორტები ყოველთვის გამოირჩევა ფერადოვნებითა და მიმზიდველობით.

იხილეთ მაგალითები:

ნემოს ტორტები.

საბავშვო ტორტები - ტორტის თემა ზღაპრის წიგნების მიხედვით

როდესაც ტორტი, ბავშვების საყვარელ ზღაპრების წიგნებსა და მოთხრობებზეა დაფუძნებული, ამით მათთში დიდ აღფრთოვანებას გამოიწვევთ, თანაც საკმაოდ პოპულარულია ბავშვებში. მოთხრობების საფუძველზე შექმნილი ზოგიერთი პოპულარული ტორტია "ურჩხული და მზეთუნახავი", “წითელქუდა”, და სხვა.

იხილეთ მაგალითები:

ურჩხული და მზეთუნახავი - პრინცესა ბელას ტორტი.

წითელქუდას ტორტი.

რა უნდა გაითვალისწინოთ საბავშვო ტორტების არჩევისას

ბავშვისთვის დაბადების დღის ტორტის არჩევა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც წვეულების მთელი ხიბლია დამოკიდებული. თუ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აირჩიოთ საუკეთესო დაბადების დღის ტორტი ბავშვისთვის, ეს სტატია დაგეხმარებათ. უბრალოდ გადახედეთ მათ. ისინი ნამდვილად დაგეხმარებიან გადაწყვეტილების მიღებაში.

გაითვალისწინეთ:

  • ბავშვის არჩევანი ტორტის არომატის შერჩევისას.

გაიხსენეთ ბავშვის საყვარელი ტორტის არომატი, ვანილის უყვარს თუ შოკოლადის? თუ ხილის? ნაყინის ტორტი ხომ არ ურჩევნია? შეეცადეთ გაიგოთ, რომელი ტორტის არომატი ხიბლავს მას.

იხილეთ მაგალითები:

  • ბავშვის ინტერესი და ჰობი.

დღესდღეობის ტორტების სხვადასხვა არომატისგან დამზადებაა შესაძლებელი მრავალფეროვან დიზაინში, რომლებიც სპეციალურად მზადდება თქვენი პატარა ბავშვების გასახარებლად. გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და ჰობი. მაგალითად, რა უყვარს: მანქანები, სპორტი (ცურვა, კალათბურთი, ა.შ.) ხატვა, ცეკვა, და სხვა.

იხილეთ საბავშვო ტორტების მაგალითები:

  • შეუთავსეთ დაბადების დღის წვეულების თემას.

დაბადების დღის წვეულების თემა სასურველია ტორტის დიზაინსაც შეესაბამებოდეს. ასე რომ, სანამ საბავშვო ტორტს აირჩევთ, გაითვალისწინეთ წვეულების თემა.

იხილეთ საბავშვო ტორტების მაგალითები:

  • ტორტის ფერის კოორდინაცია და დეკორაცია.

საბავშვო ტორტების ფერის კოორდინაცია და გაფორმება სრულყოფილი უნდა იყოს. ხშირად იყენებენ მარციპანს ფიგურების შესაქმნლად, რომლის მეშვეობითაც ტორტი უფრო ლამაზი და მორთულია, ვიდრე მხოლოდ ერთი ფერის.

იხილეთ საბავშვო ტორტების მაგალითები:

  • ტორტის ფორმა და ზომა.

საბავშვო ტორტის ზომა დამოკიდებულია თქვენს მიერ მოწვეული სტუმრების რაოდენობაზე. ტორტის ფორმა კი წვეულების თემისა და ბავშვის არჩევანზეა დამოკიდებული.

იხილეთ საბავშვო ტორტების მაგალითები: