საახალწლო ტორტები / Saaxalwlo tortebi
საახალწლო ტორტები / Saaxalwlo tortebi
ამ სტატიაში განხილულია სხვადასხვა ფორმის, ზომის, კრეატიული დიზაინისა და არომატის საახალწლო ტორტები, რომლებიც ახალი წლის დღესასწაულს დაუვიწყარს გახდის. სტატიაში მოცემულია არაერთი ფოტო, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საახალწლო ტორტი.
ახალი წელი და საახალწლო ტორტები
ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. საახალწლო მზადება ჯერ კიდევ წინა დღეებში იწყება. როგორც სხვა ნებისმიერი დღესასწაული, ახალი წლის სუფრაც საჭიროებს საახალწლო ტორტს, რომელიც გაფორმებული იქნება ახალი წლის თემატიკით და გარემოს უფრო პოზიტიურს გახდის. თუ თქვენ გეგმავთ შეუკვეთოთ საახალწლო ტორტები საახალწლო ზეიმის აღსანიშნავთ ან გაუგზავნოთ საყვარელ ადამიანებს საახალწლო ტორტები საჩუქრად, გთავაზობთ უამრავი ვარიანტის გემრიელ და ხარისხიან საახალწლო ტორტებს, რომლებიც თქვენს დღესასწაულებს კიდევ უფრო ბრწყინვალეს გახდის.
ახალი წლის დღესასწაული დიდ პომპეზურობას მოითხოვს. ასე რომ, შეუკვეთეთ საოცარი, გემრიელი და ლამაზი საახალწლო ტორტები საყვარელი ადამიანების გასახარებლად ან/და დაამატეთ მეტი ხიბლი თქვენს საახალწლო ზეიმებს. ახალი წლის ღამე, 31 დეკემბერი არის ის განსაკუთრებული დრო, როდესაც სხვადასხვა ადამიანები ერთად იკრიბებიან და ყველანი მონაწილეობენ წლის დამშვიდობებისა და ახალი წლის შეხვედრისათვის. მას შემდეგ, რაც 12 საათი შესრულდება, ახალი წელი დგება და ამ დროს იჭრება საახალწლო ტორტები.
გთავაზობთ გემრიელ და ტკბილ საახალწლო ტორტევს, რომლებიც ცხვება საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებით. გარდა ინგრედიენტებისა, არის ფართო არჩევანი ტორტის დეკორაციების მხრივ. თქვემ შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენთის სასურველი, პერსონალიზებული საახალწლო ტორტები, თქვენი გემოვნებითა და სურვილებით. თუმცა, ქვემოთ იხილავთ სხვადასხვა ვარიანტის საახალწლო ტორტებს, რომლებიც შეგიძლიათ პირდაპირ შეუკვეთოთ ან/და თქვენი მოთხოვნისამებრ დიზაინი ან ინგრედიენტები შევუცვალოთ.
საახალწლო ტორტები სართულების მიხედვით
ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა განსაკუთრებული დღის ტორტები, ახალი წლის ღამეს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საახალწლო ტორტები. გემრიელი საახალწლო ტორტის გარეშე, საახალწლო ზეიმი არ იქნება სრულყოფილი. ასე რომ, თუ თქვენ ეძებთ საუკეთესო საახალწლო ტორტებს, მაშინ სწორად მოხვედით, ამ სტატიაში გთავაზობთ კრეატიული დიზაინითა და გემრიელი არომატით დამზადებულ სხვადასხვა სახის საახალწლო ტორტებს.
როგორც წესი, ტორტები განსხვავებული ფორმისა და ზომის მზადდება. საახალწლო ტორტები შესაძლებელია იყოს ერთ სართულიანი, ორ სართულიანი, სამ და კიდევ მრავალ სართულიანი. სართულების რაოდენობა ძირითადად დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე, რომლის მიხედვითაც ანგარიშდება საკმარისი რაოდენობის ტორტის ნაჭრები. გარდა ადამიანების რაოდენობისა, სართულიანობას განსაზღრავს კონკრეტული კლიენტის სურვილი და მოთხოვნილება. შესაძლებელია სულაც არ არიან ბევრი ადამიანები სუფრასთან, მაგრამ თქვენ მაინც გინდათ საახალწლო გარემოს გასაფორმებლად მაღალი და გრანდიოზული საახალწლო ტორტი შეუკვეთოთ.
თუ გსურთ მაღალი საახალწლო ტორტი, გარდა ტორტის ფენებისა, იგი შეიძლება გაფორმდეს სპეციალური იარუსებიანი (სართულებიანი) სადგამით, რომლის ცარიელ ადგილებში დეკორაციები მაგრდება და ტორტს უფრო დიდს და განსაკუთრებულს ხდის.
ქვემოთ იხილავთ სხვადასხვა სართულის საახალწლო ტორტებს, რომელთაგან შეგიძლიათ აირიჩიოთ საუკეთესო საახალწლო ტორტის ვარიანტი. რაც შეეხება ამ ტორტების გემოსა და ინგრედიენტებს, ეს მარტივად მოსაგვარებელი საქმეა და შეგვიძლია თქვენი სურვილის შესაბამისად შოკოლადის, ხილის, კარამელის, ნაყინის, ნიგვზის, თხილის, ლიქიორის, ვანილის, და ა.შ. გემოთი გამოვაცხოთ. მთავარია შეარჩიოთ სასურველი დიზაინის საახალწლო ტორტები.
ერთ სართულიანი საახალწლო ტორტები
არსებობს უამრავი ვარიანტის ერთ სართულიანი საახალწლო ტორტები, როგორც მრგვალი, ისე სხვა გეომეტრიული ფიგურების ფორმის ტორტები, მაგალითად, როგორებიცაა მართკუთხედი, ოთხკუთხედი, და სხვა. საკმაოდ ხშირია ხუთკუთხედის ფორმის ტორტებიც, ასევე გულის ან/და ვარსკვალვის ფორმის საახალწლო ტორტები.
ორ სართულიანი საახალწლო ტორტები
ორ სართულიანი საახალწლო ტორტები კიდევ უფრო დიდებული და განსაკუთრებულია, რადგან ტორტის ორი ფენა, ანუ ორი სართული, უფრო მეტ საშუალებას იძლევა გაფორმდეს უფრო კრეატიულად და ბევრი განსხვავებული დეკორაციებით.
სამ და მეტ სართულიანი საახალწლო ტორტები
სამ და მეტ სართულიანი ტორტები განსაკუთრებით იმ შემთხვევაში მზადდება, თუ თქვენ ემზადებით გრანდიოზული საახალწლო ზეიმის აღსანიშნავად. ქვემოთ იხილავთ სხვადასხვა ვარიანტის საახალწლო ტორტებს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ შეარჩიოთ სასურველი დიზაინისა და არომატის ტორტები.
საახალწლო ტორტები გემოსა და არომატის მიხედვით
გთავაზობთ განსხვავებული გემოსა და არომატის საახალწლო ტორტებს. საახალწლო ტორტები შეიძლება იყოს შოკოლადის. თუმცა, უმჯობესია შოკოლადს სხვადასხვა ინგრედიენტი დავუმატოთ მეტი არომატისთვის. როგორც წესი, შოკოლადის ტორტებს უხდება თხილი, მიწის თხილი, ნიგოზი, ან/და ნუში, რომელიც ტორტის გემოს სპეციფიურს და გემრიელს ხდის. შოკოლადის საახალწლო ტორტი შეიძლება ასევე დამზადდეს შოკოლადისა და ნაყინისგან, შოკოლადისა და კარამელისგან, ან თუნდაც ნუტელას კარაქისგან.
შოკოლადის საახალწლო ტორტები
თვალი გადაავლეთ შოკოლადის საახალწლო ტორტების ფართო არჩევანს და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ტორტი.
ხილის საახალწლო ტორტები
გარდა შოკოლადისა, არის ხილის საახალწლო ტორტებიც. ძირითადად, საახალწლო ტორტების დიზაინი და გარე გაფორმება დაფარულია ახალი წლის თემატიკის დეკორაციებით, რომელიც საჭმელი მარციპანისგან მზადდება. შესაბამისად, თუ გსურთ ხილის ტორტი, შესაძლებელია მისი გამოყენება ტორტის შიდა ფენებში, რადგან გარე დიზაინს ხილი ახალი წლის საღამოს ნაკლებად მოუხდება.
დათვალიერეთ ხილის საახალწლო ტორტების ფოტოები და შეარჩიეთ საუკეთესო ვარიანტი ახალი წლის დღესასწაულისთვის.