ნიშნობის ტორტები / Nishnobis tortebi
ნიშნობის ტორტები / Nishnobis tortebi
დღესდღეობით, უფრო და უფრო მეტი წყვილი ითხოვს ნიშნობის ტორტებს, რადგან ტრენდული გახდა ნიშნობის ცერემონიალის აღნიშნაც. ტორტის გარეშე კი წვეულება წარმოუდგენელია, რადგან ტორტი, როგორც დესერტი, ნებისმიერი დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილია.
თუ მალე დანიშვნას აპირებთ და ემზადებით ნიშნობის ცერემონიისათვის, დაუყოვნებლივ დაიწყეთ ნიშნობის ტორტის დიზაინზე ფიქრიც. გაითვალისწინეთ, რომ წვეულების დიზაინი უნდა ეწყობოდეს თქვენი ნიშნობის ტორტის დიზაინსაც და სასურველია ერთი თემატიკის იყოს. ასევე მნიშვნელოვანია ტორტის ფერები კარგად შეარჩიოთ, რადგან თუ წვეულების დეკორაცია სადა და მინიმალისტურ ფერებში გაქვთ, არ ღირს მკვეთრი ფერების გამოყენება ტორტის დიზაინში.
ხოლო, თუ იდეებს ეძებთ, ამ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ ნიშნობის ტორტის საუკეთესო დიზაინები, კრეატიული გაფორმება და არომატული გემო, რომლებიც დაგეხმარებათ ოცნების ნიშნობის ტორტი გქონდეთ და ისიამოვნოთ თქვენი წვეულებით.
ნიშნობის ტორტები - გაფორმება და დიზაინი
ტორტი, როგორც დესერტი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნება ნებისმიერ წვეულებაზე, მაგრამ ხშირდ არ არის ხოლმე ისეთივე მდიდრული და ელეგანტური დიზაინით გაწყობილი, როგორც საქორწილო და ნიშნობის ტორტები. ნიშნობის ტორტების ზომა გაცილებით მცირეა ვიდრე საქორწილო ტორტი და უფრო მეტად გაფორმებულია ისეთი დეტალებით, როგორიცაა "მან თქვა დიახ!" (She said yes!).
გარდა ამ ტიპის დეტალებისა ტორტზე შეიძლება იყოს აღბეჭდილი ახლად დანიშნული წყვილის სახელები ან მხოლოდ სახელის ინიციალები. ამასთან, ნიშნობის ტორტები ყოველთვის გაფორმებულია სხვადასხვა ტიპის დეკორაციებით, როგორიცაა, მაგალითად, ყვავილები, პეპლები, გედის ფიგურები, წყვილის ფიგურები, ვარსკვლავები, ბრჭყვიალა ფხვნილი, მარციპანისგან დამზადებული სხვადასხვა ფორმის ფიგურები, ბეჭედი, დეკორაციული საჭმელი მძივები და ბურთულები, და სხვა.
რაც შეეხება ნიშნობის ტორტების ფერზე, იგი ნებისმიერი ტონალობის შეიძლება იყოს, თუმცა, განსაკუთრებით უხდება ბაცი, პასტელური ფერები, როგორიცაა ბაცი ვარდისფერი, თეთრი, იისფერი, ცისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი, და სხვა. შესაძლებელია თითო ტორტის ფენა თითო ფერისაც იყოს, თუმცა ეს ამოკიდებულია ნიშნობის ცერემონიალზე, რადგან ტორტი აუცლებლად უნდა უხდებოდეს წვეულების გარემოსაც.
ნიშნობის ტორტები ძირითადად ერთ სართულიანია, მაგრამ ხშირად უკვეთავენ ორ სართულიანებსაც. იშვიათია სამ და მეტ სართულიანი ნიშნობის ტორტების შეკვეთა, თუმცა ასეთი ტიპის ტორტებიც მზადდება, კლიენტის სურვილისა და მოთხოვნილების შემთხვევაში. ნიშნობის ტორტების ზომა, უპირველეს ყოვლისა სტუმრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ფორმა კი ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს, როგორიცაა მრგვალი, ოთხკუთხედი, მართკუთხედი (და სხვა გეომეტრიული ფიგურების ფორმის), გულის ფორმის, ბეჭდის ფორმის და ა.შ.
ყვავილებით გაფორმებული ნიშნობის ტორტები წყვილის ინიციალებით
ფლორისა და ფაუნის, ანუ ყვავილების ნიშნობის ტორტები წყვილის ინიციალებით საკმაოდ მოთხოვნადი და ტრენდულია, მეტიც, ამ ტიპის ნიშნობის ტორტები ყოველთვის ელეგანტური და ლამაზია. ამ ნაწილში იხილავთ ყვავილებით გაწყობილ სხვადასხვა ზომისა და სართულის ნიშნობის ტორტებს, რომელთაგან შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ტორტი, ან აიღოთ იდეა რომელიმე ტორტიდან და დავამზადოთ თქვენთვის პერსონალიზებული ნიშნობის ტორტი.
იხილეთ ნიშნობის ტორტების მაგალითები:
ეს არის ნიშნობის ერთ სართულიანი ტორტი, რომელიც გაფორმებულია ყვავილებით და სხვადასხვა დეკორაციებით, როგორიცაა კუპიდუსის ისარი, რომელიც გადის ნიშნობის ორ ბეჭედში, წყვილის ინიციალები, პეპლები და საკვები შაქრისგან დამზადებული ყვავილებით.
ეს არის მარტივი ორ სართულიანი ტორტი, რომელიც ლამაზად დაფარულია ბაცი ვარდისფერი კრემით, რომელიც გადადის სხვადასხვა ტონალობებში, ამგვარ ტორტს ე.წ. Ombre/ომბერეს ეფექტს უწოდებენ. ეს ნიშნობის ტორტი გაფორმებულია ულამაზესი დიდი შაქრის თეთრი ვარდებით თითო სართულზე კუთხეებში, ხოლო ტორტის ზედა ფენაზე, ცენტრში დამაგრებულია სტენდი “we’re engaged”, რაც ნიშნავს “ჩვენ დავინიშნეთ”.
ეს არის ორ სართულიანი ნიშნობის ტორტი, რომელიც ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ საკმაოდ მარტივი და ელეგანტურია. მას აქვს ტექსტურირებული ოქროს ქვედა ფენა და ოქროსფერი ფოთლები (რომლებიც რა თქმა უნდა იჭმევა), ასევე ტორტი გაფორმებულია მარციპანისგან დამზადებული ვარდის შაქრის ყვავილებით. ტორტის ზედა ფენაზე კი დეკორატიული სტენდია დადებული, სადაც წყვილის სახელები, ნიშნობის ბეჭდები და ბრილიანტის ფიგურებია გამოსახული.
ერთ სართულიანი ნიშნობის ტორტები
ყველაზე ხშირად მოთხოვნადი ნიშნობის ტორტები არის ერთ სართულიანი. იხილეთ ქვემოთ მოცემული მაგალითები, რომლებიც დაგეხმარებათ მარტივად შეარჩიოთ თქვენი განსაკუთრებული დღისთვის საუკეთესო ნიშნობის ტორტი.
ეს არის ძალიან სადა და მინიმალისტური ერთ სართულიანი ნიშნობის ტორტი. ტორტი გაფორმებულია ყვავილებით, და ასევე დამაგრებული აქვს შაქრისგან დამზადებული დიდი ბაცი ვარდისფერი, შეიძლება ითქვას ატმისფერი ყვავილები. ტორტზე დამაგრებულია ორი გედის სტენდი, რომელთაც ნიშნობის ბეჭდები აქვთ გაკეთებული. ეს ნიშნობის ტორტი საკმაოდ სიმბოლური და დახვეწილია, მათთვის ვინც ერთ სართულიან ტორტებს ეძებს. ქვემოთ დაათვალიერეთ სხვა ვარიანტებიც.
ორ სართულიანი ნიშნობის ტორტები
ნიშნობის ტორტი, რომელზეც დახატულია ხელის თხოვნის სცენა, გაოფრმებულია მარციპანის გულებით და ზედა სართულზე დამაგრებული აქვს წვყილის ინიციალები გულებით.
სადა, მინიმალისტური თეთრი ფერის ნიშნობის ტორტი, რომელსაც ქვედა ფენა ვარდის ეფექტით აქვს გაფორმებული. ხოლო ზედა სართულზე კი ერთი ვარდი და სტენდია დამაგრებული, სადაც აწერია ,,სამუდამოდ ერთად”.
ეს ელეგანტური ნიშნობის ტორტი მორთულია მარციპანისგან დამზადებული ვარდის ფურცლების ეფექტით, ასევე საკვები მძივებითა და ყვავილებით. ზედა ფენაზე კი სტენდია დამაგრებული მეტი ეფექტისთვის.
დახვეწილი, ვარფისფერი შნობის ტორტი, რომელიც გაფორმებულია ვარდისფერი ბრჭყვიალა მძივებით, ვარდისფერივე ყვავილებითა და ფოთლებით, რომლებიც თეთრ და ბაც ვარდისფერ ტონალობებში გადადის.