ნათლობის ტორტები / Natlobis tortebi
ნათლობის ტორტები / Natlobis tortebi
ნათლობა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დღესასწაული ყველა მორწმუნის ოჯახში. დღესასწაული კი თითქმის წარმოუდგენელია შესაბამისი თემატიკის ტორტის გარეშე. არსებობს უამრავი სახის, დიზაინის, ფორმისა და ზომის ნათლობის ტორტები, რომლებიც ზუსტად ასახავს იმ დღესასწაულის იდეას, რომელსაც თქვენ აღნიშნავთ.
როგორი სახის ნათლობის ტორტები არსებობს
ხშირად ისმის კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ნათლობის ტორტები მარტივად, რადგან ზოგჯერ რთულია ამოარჩიო საუკეთესო საუკეთესოთაგან.
უპირველეს ყოვლისა უნდა შეარჩიოთ ნათლობის ტორტის ფორმა და ზომა. აუცილებლად გაითვალისწინეთ სტუმრების რაოდენობა, რომლებიც დღესასწაულზე გეწვევიან, რადგან სწორედ სტუმრების რაოდენობით, ანუ ტორტის ნაჭრების რაოდენობის მიხედვით უნდა გამოითვალოს ზოგადად ტორტის ზომა. თუ ბევრ სტუმარს ელოდებით შესაძლოა დაგჭირდეთ ორ ან სამ სართულიანი ნათლობის ტორტიც, ან უბრალოდ დიდი ზომის ერთ სართულიანი ტორტი.
რაც შეეხება ნათლობის ტორტის ფორმას, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ფორმა აქვს ზოგადად მსგავსი თემატიკის ტორტებს, თქვენ შეგიძლიათ თქვენი მოთხოვნის, სურვილისა და გემოვნებისამებრ შეარჩიოთ სასურველი ფორმა. მაგალითისათვის, შესაძლებელია მრგვალი ფორმის ნათლობის ტორტის გამოცხობა, ასევე ნებისმიერი გეომეტრიული ფიგურის ფორმის ტორტების. ხშირად უკვეთავენ მართკუთხედის ფორმის ნათლობის ტორტებსაც, ზოგჯერ გულის ფორმის ტორტებსაც კი. თუმცა, ყველაზე ხშირად და მეტად მოთხოვნადი ნათლობის ტორტის ფორმა გახლავთ მრგვალი.
ნათლობის ტორტების დიზაინი და დეკორაცია
ნათლობის ტორტის დიზანი და დეკორაცია საკმაოდ ლამაზი და ბავშვურია. მსგავსი თემატიკის ტორტები გათვლილია ბავშვისთვის/ბავშვებისთვის, რომლიც ამ დღით მოინათლნენ. შესაბამისად, ტორტის დიზაინში აქცენტი აუცილებლად ბავშვებზე უნდა გაკეთდეს. საკმაოდ ხშირია პატარა ბავშვის ფუგურის გაკეთება მარციპანისგან (საკვები პროდუქტი/მასალა), რომელსაც ტორტის ზედა ფენაზე განათავსებენ ხოლმე წოლით პოზიციაში.
ასევე ხშირია პატარა ბავშვის აქსესუარების მსგავსი ფიგურების შექმნა, როგორებიცაა ბავშვის საწოვარა, სათამაშოები, ბავშვის აკვანი, ბალიში, პატარა ფეხსაცმელები, წინდები, ბავშვის ტანსაცმელი, და ბევრი სხვა დეტალი, რაც ბავშვს უკავშირდება.
გარდა ზემოთ ნახსენები დეკორაციებისა, საკმაოდ ხშირია ნათლობის ტორტები, რომლებიც გაფორმებულია მტრედებით, ან/და მთრედის ფრთებით, ჯვრით, საეკლესიო წიგნითა და პატარა ანგელოზის ფიგურებით. ამასთან, შესაძლოა შეუკვეთოთ ისეთი ნათლობის ტორტები, რომლებზეც იქნება წარწერა, ან სპეციალური დეკორაციული ფიგურა ე.წ. ,,წერილის” ფორმის, სადაც შეძლებთ ჩაწეროთ თქვენი ბავშვის მონათვლის თარიღი, სახელი, ან რაიმე სპეციფიური წარწერა, თქვენი სურვილისაბმებრ.
მსგავსი ნათლობის ტორტების სანახავად, დაათვალიერეთ ქვემოთ მოცემული ფოტოები, რათა მარტივად შეარჩიოთ თქვენი პატარას ნათლობისთვის საუკეთესო ტორტი.
ნათლობის ტორტების ფერი
ნათლობის ტორტის ფერები ძირითადად დამოკიდებულია ბავშვის სქესზე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ნებისმიერი ფერის ტორტის გამოცხობა, თუმცა, ყველაზე ხშირად მაინც ვარდისფერს გოგოს ნათლობის ტორტს მიანიჭებენ ხოლმე, ცისფერს კი ბიჭის ტორტს.
ნათლობის ტორტები გოგოსთვის
გოგოს ნათლობის ტორტი გაფორმებული ფეხსაცმლით.
ნათლობის ტორტები გოგოსთვის ძირითადად ბაც, მინიმალისტურ ფერებშია, როგორიცაა ვარდისფერი, კრემისფერი, იისფერი, და ა.შ. მსგავსი გოგოს ნათლობის ტორტების სანახავად, დაათვალიერეთ ქვემოთ მოცემული ფოტოები, რათა მარტივად შეარჩიოთ თქვენი პატარას ნათლობისთვის საუკეთესო ტორტი.
გოგოს ნათლობის ტორტი გაფორმებული ყვავილებითა და ანგელოზის ფიგურით.
გოგოს ნათლობის ტორტი გაფორმებული ვარსკვლავებითა და ყვავილში მძინარე ბავშვის ფიგურით.
გოგოს ნათლობის ტორტები გაფორმებული ყვავილებით, კუბიკებით, ბავშვის ფიგურებით, ბანტებითა და ბავშვის ფეხსაცმლით.
ნათლობის ტორტები ბიჭისთვის
ბიჭის ნათლობის ტორტი გაფორმებული ბანტით, მთვარითა და მძინარე ბავშვის ფიგურით.
ნათლობის ტორტები ბიჭისთვის ძირითადად ბაც, მინიმალისტურ ფერებშია, როგორიცაა ცისფერი, კრემისფერი, ოქროსფერი, ღია მწვანე, ღია სტაფილოსფერი/ყვითელი, და ა.შ. მსგავსი ბიჭის ნათლობის ტორტების სანახავად, დაათვალიერეთ ქვემოთ მოცემული ფოტოები, რათა მარტივად შეარჩიოთ თქვენი პატარას ნათლობისთვის საუკეთესო ტორტი.
ბიჭის ნათლობის ტორტები გაფორმებული ჯვრით, საეკლესიო წიგნითა და ბავშვის ფიგურებით.