დაბადების დღის ტორტები / Dabadebis dgis tortebi
დაბადების დღის ტორტები / Dabadebis dgis tortebi
დაბადების დღის წვეულება არ იქნება სრულყოფილი დაბადების დღის ტორტის გარეშე. დაბადების დღის ტორტი, ეს არის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის გარეშეც არცერთი წვეულება და დღესასწაული თითქმის არ არსებობს. ზოგადად, ტორტი ეს ის ტკბილეულია, რომელიც დღეს განსაკუთრებულს ხდის, მისი გემო, არომატი, დიზაინი და კრეატიული გაფორმება კი მეტ სიხალისესა და პოზიტივს ჰგვრის გარშემომყოფებს.
როგორი შეიძლება იყოს დაბადების დღის ტორტები
არსებობს ძალიან ბევრი სახის დაბადების დღის ტორტები. დაბადების დღის ტორტების ფორმა და ზომა, ყოველთვის დამოკიდებულია უპირველეს ყოვლისა სტუმრების რაოდენობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში კი თავად დამკვეთის, კლიენტის მოთხოვნილებასა და სურვილზე.
დაბადების დღის ტორტები შეიძლება იყოს ერთ, ორ, სამ და კიდევ რამდენიმე სართულიანი. სართულების დამატების ერთ-ერთი ვარიანტი გახლავთ სპეციალური იარუსების დამატება, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის დეკორაციისაა და მორთულობის დამატება, რათა ცარიელი ადგილი შეივსოს და ტორტი, რომელიც რეალურად, მაგ., სამსართულიანი იქნება, იმაზე ბევრად მაღალი გამოჩდება ვიდრე არის. ამგვარ მეთოდს მიმართვენ ხშირად, რათა ტორტი გემოსთან და არამოტთან ერთად, კიდევ უფრო გრანდიოზული გამოჩდენს ასეთი დიზაინით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც დაბადების დღის ტორტის შეკვეთისას უნდა გაითვალისწინოთ, არის მისი გემო და არომატი. რას შეიძლება მოიცავდეს ტორტი? რომელი ინგრედიენტების გამოყენება შეიძლება? რა თქმა უნდა, შესაძლებელია ნებისმიერი ინგრედიენტის გამოყენება, თუმცა, ზოგადი რჩევაა თავადაც გქონდეთ სავარაუდოდ შერჩეული შიგთავსი, რომელიც სწორედ იმ ადამიანს უყვარს, რომლისთვისაც ტორტს უკვეთავთ. საკმაოდ ხშირია, რომ ადამიანების გარკვეულ რაოდენობას მხოლოდ შოკოლადის ტორტები უყვარს, მეორეს კი ხილის, მესამეს შერეული, ზოგს საერთოდაც ნაყინით ურჩევნია, ან ნიგვზით/თხილით. აქედან გამომდინარე, სჯობს იცოდეთ თუ რომელი არომატი გაახარებს თქვენს საყვარელ ადამიანს მისი განსაკუთრებული დღისთვის შერჩეულ ტორტში.
დაბადების დღის ტორტების გაფორმება და დიზაინი არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორი შეიძლება იყოს დაბადების დღის ტორტი? არსებობს უამრავი ტიპის დაბადების დღის ტორტები, მათი დიზაინი კი მეტწილად დამოკიდებულია კონკრეტული პიროვნების გემოვნებასა და სურვილებზე.
პოპულარული დაბადების დღის ტორტებიდან აღსანიშნავია შემდეგი ტიპის ტორტები, როგორებიცაა:
- მულტფილმის გმირის/პერსონაჟების (სპაიდერმენი, სუპერგმირი, ჰალკი, ბეტმენი, კაპიტან ამერიკა, და სხვა.) დიზაინით გაფორმებული დაბადების დღის ტორტები;
- დისნეის მულტფილმების პერსონაჟებით (ქალთევზა არიელი, პრინცესა ელზა, მიკი მაუსი, მოანა, რაპუნზელი, და სხვა.) გაფორმებული დაბადების დღის ტორტები;
- წარწერებიანი (მისალოცი) დაბადების დღის ტორტები;
- სხვადასხვა საჭმელი პროდუქტებისგან (მაგ., მარციპანი) დამზადებული დეკორაციებით მორთული დაბადების დღის ტორტები;
- ხილით გაფორმებული დაბადების დღის ტორტები;
- შოკოლადის დაბადების დღის ტორტები; და კიდევ ბევრი სხვა.
დაბადების დღის ტორტები გოგოსთვის
მაშინ, როდესაც დაბადების დღის იუბილარი გოგონაა, დაბადების დღის ტორტი სპეციფიურად მისთვის უნდა შეარჩიოთ. ზოგადად გოგონების გემოვნება განსხვავდება ბიჭებისგან, თანაც ასაკის მიხედვით. დაახლოებით 1 -დან 14 წლამდე ასაკის გოგოსთვის, დაბადების დღის ტორტები შეიძლება იყოს ფერადი, მხიარული და პოზიტიური, სხვადასხვა დეკორაციებითა და სათამაშოებით მორთული.
დაბადების დღის ტორტები გოგოსთვის თითქმის ყოველთვის ნაზ და ბაც ფერებშია, ან შეიძლება მკვეთრ ფერებშიც იყოს, მაგრამ აუცლებლად ფერადი. ვარდისფერი და იისფერი არის ის ფერები, რომლებიც ამ ასაკის გოგოებს განსაკუთრებით მოსწონთ. ხშირად ბარბის ტორტები მზადდება დაბადების დღის აღსანიშნავად, ტორტის გაჭრის შემდეგ კი მთავარი ,,სურპრიზი” ბარბის სათამაშო, სწორედ იუბილარს ხვდება და ეს მათ საკმაოდ ახარებს და დაბადების დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
იხილეთ დაბადების დღის ტორტები გოგოსთვის:
15 წლიდან კი გოგოების გემოვნება და ინტერესები იცვლება და უფრო მინიმალისტური და დახვეწილი ხდება. იდეებისთვის შეგიძლიათ დაათვალიეროთ ქვემოთ მოცემული დაბადების დღის ტორტები:
დაბადების დღის ტორტები ბიჭისთვის
დაბადების დღის ტორტები ბიჭისთვის ძირითადად ცისფერ, თეთრ, კრემისფერ და ოქროსფერ ფერებშია. ამგვარი დაბადების დღის ტორტები უფრო სადა და მინიმალისტურია, ვიდრე გოგოებისთვის გაკუთვნილი დაბადების დღის ტორტები. მაშინ, როდესაც გოგოების დაბადების დღის ტორტებში არის ბრჭყვიალები, ფერადი ფერები, სხვადასხვა დეკორაციები, და ა.შ., ბიჭისთვის განკუთვნილ დაბადების დღის ტორტები ნაკლებად გადავირთულია და ძირითადად მისალოცი წარწერით და სანთლებით შემოიფარგლება.
მეტი იდეებისთის და წარმოდგენისთის იხილეთ დაბადების დღის ტორტები ბიჭისთვის:
თუმცა, სხვაგვარი დაბადების დღის ტორტები გვხვდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება მცრიეწლოვან ბიჭებს. ბიჭ ბავშვებს (1 -დან 15 წლამდე) მოსწონთ სუპერგმირების ტორტები, სხვადასხვა ონლაინ თამაშების დიზაინით გაწყობილი ტორტები, მათთვის საყვარელი საგნების ან/და ინტერესისა და ჰობის მიხედვით გაფორმებული დაბადების დღის ტორტები.
იხილეთ ქვემოთ მოცემული მაგალითები ბიჭისთვის განკუთვნილი დაბადების დღის ტორტების სანახავად:
გარდა ამ ტიპის ტორტებისა, საკმაოდ ხშირია ცხოველებით გაფორმებული დაბადების დღის ტორტები, ეს უფრო დამახასიათებელია მცირეწლოვანი ასაკის ბიჭებისთის (დაახლოებით 1-დან 9-10 წლამდე), სწორედ მათ, ვისაც უყვართ დინოზავრები, საფარის ცხოველები, ტროპიკული ჯუნგლები, წყალქვეშა ოკეანე და ა.შ., შეგიძლიათ საკმაოდ კრეატიული დაბადების დღის ტორტი შეუკვეთოთ და მათი დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადოთ.
იხილეთ დაბადების დღის ტორტები:
თუ არჩევთ დაბადების დღის ტორტს ბიჭისთვის და არ იცით როგორი ტიპის ტორტი შეარჩიოთ, გაიხსენეთ მისი საყვარელი საქმიანობა, ინტერესი და ჰობი. თუ მას უყვარს თევზაობა, ნადირობა, ა.შ., მიჰყვება რომელიმე სპორტს (ცურვა, კალათბურთი), ან არის რომელიმე სპორტის ფანი (მაგ., ფეხბურთის გულშემატკივარი), მაშინ საქმე არც ისე რთულადაა და შეგიძლიათ შეურჩიოთ ქვემოთ მოცემული დაბადების დღის ტორტებიდან რომელიმე.