ჩინური ტორტი / Chinuri torti
ჩინური ტორტი / Chinuri torti
ჩინური ტორტი არის საოცრად გემრიელი, ცივი და არომატული ტორტის ტიპი, რომელიც განსაკუთრებლად გემრიელია ზაფხულის ცხელ დღეებში. რატომ ჰქვია ჩინური ტორტი? სინამდვილეში, ამ ტორტს ჩინეთთან კავშირი არ აქვს, სავარაუდოდ ეს სახელწოდბა, სწორედ იქიდან გაჩდნა, რომ ჩინური ტორტი კლასიკური ტორტებისაგან განსხვავებით არატრადიციული მეთოდით მზადდება. არომატითა და გემოთი კი ნამდვილად არ ჩამოუვარდება ტრადიციულ ტორტებს. ჩინური ტორტი ნებისმიერ სეზონზე შეიძლება დამზადდეს, სხვადასხვა სეზონური ხილის კომბინაციით.
ამ სტატიაში იხილავთ ჩინური ტორტის რამდენიმე ვარიანტს, როგორიცაა ჩინური ტორტი ხილის კომბინაციით, მარწყვით, მოხალული ნიგვზითა და შოკოლადით.
ჩინური ტორტი ხილის კომბინაციით
ჩინური ტორტი შეიცავს ბისკვიტს, რომელიც ძირითადად მოხარშული კრემით გაკეთება. გარდა ბისკვიტისა, ტორტში გამოიყენება სეზონური ხილი, რომელიც პატარა კუბიკების სახით იჭრება. ნებისმიერი ხილი შეიძლება გამოყენბულ იქნას ტორტში, მაგალითად, ატამი, მაწრწყვი, ქლიავი, კენკრა, ბანანი, და სხვა. ხილის კომბინაცია კი კლიენტის მოთხოვნისა და გემოვნების შესაბამისად შეირჩევა. მაგალითისთვის, გთავაზობთ ჩინურ ტორტს ატმის, ქლიავისა და ბანანის კომბინაციით.
ბისკვიტის მოსამზადებლად, როგორც წესი 10 კვერცხი, 10 სუფრის კოვზი შაქარი, 10 სუფრის კოვზი ფქვილი და ერთი ცალი ვანილის პაკეტია საჭირო. მნიშვნელოვანია კვერცის ცილისა და გულის განცალკევება ბისკვიტის მოსამზადებლად. პირველი ყოველთვის კვერცხის გული ითქვიფება დაახლოებით 6 სავსე სუფრის კოვზ შაქართან ერთად, იქამდე სანამ მასა არ გამაგრდება ისე, რომ არ გადმოიღვაროს ჯამის ამობრუნებისას. შემდეგ, საჭიროა 4 სავსე სუფრის კოვზი შაქარის შერევა და კარგად ათქვეფა. ჩინური ტორტის ბისკვიტის მომზადების ბოლო ეტაპზე კი კვერცხის გული და ცილა უნდა ავურიოთ ნელ-ნელა და დავამატოთ ერთი პაკეტი ვანილი.
ჩინური ტორტი სპეციალურ თუჯის ქვაბით მზადდება, რომელსაც კედლებზე და ძირზე მარგარინი ან/და კარაქი უნდა ესვას კარგად რათა მასა არ დაიწვას, ჭურჭლის ძირი კი კალკის ქაღალდით უნდა დაიფაროს. გამზადებული მასა ქვაბში თავსდება და შემდეგ ღუმელში ცხვება. ჩინური ტორტის ბისკვიტი დაახლოებით ერთ საათში მზადდება.
შემდეგ ეტაპზე, საჭიროა 2 კვერცხისა და ერთი ჭიქა (საშუალოდ 200 გრამი) შაქარი ავოღოთ და ეს ორი პროდუქტი კარგად ავთქვიფოთ ერთად, მასის გათეთრებამდე, შემდეგ ამ მასას ემატება სავსე 6 სუფრის კოვზი ფქვილი. არომატი, რომ უკეთესი ჰქონდეს საჭიროა ნახევარი ლიტრი თბილი რძის დამატება. დანარჩენ ნახევარ ლიტრ რძეში კი მომზადებული მასა უნდა გაზავდეს, ამ გზით მზადდება ჩინური ტორტის კრემი, რომელიც რეკომენდირებულია ნელ ცეცხლზე იხარშოს პერიოდულად მორევით.
კრემის მოდუღებიდან დაახლოებით 10 წუთში კი კრემი უნდა გაცივდეს. სანამ ჩინური ტორტის კრემი გაცივდება, ერთი შეკვრა კარაქი უნდა აითქვიფოს, მანამ არ გათეთრდება, შემდეგ კი ნახევარი კოლოფი სგუშონი უნდა დაემატოს ამ მასას. დარჩენილი ნახევარი კოლოფი სგუშონი კი გაციებულ მოხარშულ კრემში უნდა შევურიოთ. ბოლო ეტაპზე, ამ ორი მასის შერევაა საჭირო, და დავუმატოთ 2 ცალი ვანილი.
რაც შეეხება ჩინური ტორტის ბისკვიტს, იგი უნდა დაიფშვნას (მაგრამ ძალიან წვრილად არა) პატარა კუბიკების ფორმით დაფხვნა ყველაზე კარგი ვარიანტია. სწორედ შემდეგ დგრება ხილის ჯერი, რომელიც გათლილი და საშუალო ზომის კუბიკებად უნდა დაიჭრას და აირიოს სხვა პროდქტთან ერთად. ხილის რაოდენობა და ზოგადად ბისკვიტისა და კრემის მოცულობაც, დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე, თუ რამდენი ადამიანისთვის იქნება ტორტი გათვლილი.
ჩინური ტორტი მარწყვით
ჩინური ტორტი შესაძლებელია მხოლოდ ერთი ხილის ნაკრებითაც დამზადდეს, მაგალითად მარწყვით. ინგრედიენტები მოიცავს:
- მარწყვი - ერთი კგ
- შაქარი - სამი ჭიქა
- ვანილი - ორი პაკეტი
- "პეჩენია" - ორი შეკვრა
- ფქვილი - ერთი ჭიქა
- თხილი (შესაძლებელია მოხალულიც) - ერთი ჭიქა
- მდუღარე წყალი - ერთი ლიტრი.
ჩინური ტორტი შესაძლებელია ორგვარად მომზადდეს, ერთ შემთვევაში პეჩენიის გამოყენებით, ხოლო მეორე შემთხვევაში ბისკვიტის გამოცხობით. ტორტის მოსამზადებლად გაციებული ბისკვიტი აუცილებელია პატარა კუბიკებად დაიჭრას, რომელსაც კრემი და მარწყვი დაემატება.
ჩინური ტორტის აწყობა ფენებად ხდება, ძირითადად ღრმა მინის ჭურჭელში, რადგან ხილისგან დამზადებული ტორტი, მინის ჭურჭელში ბევრად უფრო მიმზიდველი და ლამაზია ვიზუალურადაც. ჩინური ტორტის აწყობისას, მნიშვნელოვანია პირველი ფენა ბისკვიტის ნაჭრებით დავიწყოთ, ან დაფხვნილი პეჩენიის კუბებით, შემდეგ ემატება კრემი, შემდეგ კი სასურველი ხილი, ამ შემთხვევაში მარწყვი. ამის შემდეგ, იგივე პროცესი მეორდება მსგავსი თანმიმდევრობით, მანამ სანამ მასალები არ გამოილევა. ხილის სეზონის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, კლიენტის გემოვნების მიხედვით. ზოგჯერ ჩინური ტორტი მარწყვით შოკოლადსაც მოიცავს ხოლმე.
ჩინური ტორტი მოხალული ნიგვზით და შოკოლადით
ჩინური ტორტი შეიძლება დამზადდეს მოხალული ნიგვზით (ან თხილით) და შოკოლადითაც. ამ ტიპის ჩინური ტორტში ბისკვიტი ხშირად კონიაკით არის დანამული. ნიგოზსა და შოკოლადს უხდება ბანანი, მარწყვი, და ანანასის კომპოტიც.