ბარბის ტორტები / Barbis tortebi

ბარბის ტორტები გოგოებისთვის

ბარბი საკმაოდ პოპულარული და თითქმის ყველა მცირეწლოვანი გოგონასთვის საყვარელი სათამაშოა. ბარბი სათამაშოები ისეთი პოპულარობით სარგებლობენ, რომ ახლა უკვე ეს თოჯინები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმის და ზომის. გასაკვირი არ არის, რომ ბარბის სათამაშოები სწრაფად გავრცელდა არა მხოლოდ მულტიფლმებსა და მედიაში, არამედ კულინარიაშიც, კერძოდ კი ტორტებზე იქონია საკმაოდ დიდი გავლენა.

დღესდღეობით, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც უკვეთავენ ბარბის სათამაშოთი დამზადებულ ბარბის ტორტებს. თუმცა, ბარბის ტორტები არა მხოლოდ ბარბის სათამაშოთი მზადდება, არამედ მოიცავს მთლიანად ბარბის თემატიკას. ბარბის ტორტები შეიძლება იყოს გაფორმებული სხვადასხვა დეკორაციული საჭმელად ვარგისი მასალებით, მაგალითად, როგორიცაა მარციპანი.

თუ თქვენ გეგმავთ თქვენი პატარა გოგონასთვის გრანდიოზული წვეულების გადახდას და თუ მას უყვარს ბარბის სათამაშოები, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მას ყველაზე მეტად ბარბის ტორტი გაახარებს და მის დღესასწაულს კიდევ უფრო განსაკუთრებულს და შეიძლება დაუვიწყარსაც კი გახდის. გოგოების უმეტესობა ხომ სწორედ ბარბებზე გიჟდება, განსაკუთრებით მცირეწლოვან ასაკში, როგორიცაა დაახლოებით 4 -დან 10 — 11 წლამდე.

როგორი შეიძლება იყოს ბარბის ტორტები

ბარბის ტორტები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის და ზომის. თუ თქვენ გსურთ ბარბის ჩუქება ბავშვისთვის მის დაბადების დღეზე, შეგიძლიათ სურპრიზის სახით ბარბის სათამაშო ტორტში გამოვიყენოთ, რაც საკმაოდ უცხო და კრეატიული იქნება. როდესაც ბარბის ტორტი დაიჭრება, ბარბის სათამაშო გოგონას საჩუქრად გადაეცემა, ეს კი მოულოდნელი იქნება მისთვის და შესაბამისად მის სიხარულს საზღვარი არ ექნება.

ბარბის ტორტის ფორმა და ზომა ძირითადად დამოკიდებულია ბარბის სათამაშოზე. როგორც აღვნიშნეთ, ბარბი ტრენდული სათამაშოა, შესაბამისად არსებობს მისი სხვადასხვა ვარიანტი — ზოგიერთი ბარბი მაღალია, ზოგი დაბალი, ზოგი გამხდარი, არსებობს საშუალო წონის ბარბის სათამაშოებიც, და ა.შ. გარდა ამისა, არსებობს ქალთევზა ბარბის სათამაშოებიც, შესაბამისად, თუ მსგავსი ბარბის მოდელის ჩუქებას აპირებთ, შესაძლებელია ოკეანის თემატიკის შექმნა, რომელიც სვხადასხვა წყლის მცენარებისა და თევზების ფიგურებით იქნება გაფორმებული.

ბარბის ტორტები ბარბის ფოტოთი.

ბარბის ტორტები ძირითადად ვარდისფერ და თეთრ ფერშია. თუმცა, ასევე შეიძლება გამოვიყენოთ იისფერი, ცისფერი, ყვითელი, და სხვა ფერებიც, რომლებიც მოუხდება თქვენი ბავშვის დაბადების დღის წვეულების თემატიკას და ფერებსაც, რადგან ყოველთვის რეკომენდირებულია, რომ დაბადების დღის ტორტი უხდებოდეს დაბადების დღის წვეულებას და მისი თემატიკა ადეკვატური იყოს.

მაგალითისთვის იხილეთ შემდეგი ფოტოები, რომლებიც დაგეხმარებათ იდეების მოძიებისთვის.

#1 ბარბის ტორტები — ბარბის სათამაშო ტორტში

ბარბის ტორტი - გაფორმებული ბარბის ლოგოთი და ბარბის სათამაშოთი ტორტზე.

ბარბის ტორტი ,,ფერია ბარბი”.

ბარბის ტორტი ,,პრინცესა ელზა”.

იხილეთ ქალთევზა ბარბის ტორტში გამოყენებისთვის სხვადსხვა ვარიანტები.

#2 ბარბის ტორტები — ქალთევზა ბარბის სათამაშო ტორტში, ოკეანის/ზღვის თემატიკა.

ბარბის ტორტი - ქალთევზა ბარბის სათამაშოთი.

ბარბის ტორტი - ოკეანის/ზღვის თემატიკა და ქალთევზა ბარბის სათამაშო.

გარდა ბარბის სათამაშოს ტორტებისა, ასევე შეიძლება დავამზადოთ ზოგადად ბარბის თემატიკის ტორტები, რომლებიც გაფორმებული იქნება სხვადასხვა მარციპანისგან დამზადებული დეკორაციებით. შესაძლებელია ბარბის ლოგოს გაკეთება, ბარბის ტორტის ზედა ფენაზე გვირგვინის დადგმა, როგორც ბარბის და ზოგადად პრინცესას სიმბოლო. აღსანიშნავია, რომ მცირეწლოვან გოგოებს განსაკუთრებით უყვართ პრინცესად თავის გრძნობა, შესაბამისად, მსგავსი იდეეის ბარბის ტორტები მათ საკმაოდ გაახარებს.

ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა ვარიანტის ბარბის ტორტები, დაათვალიერეთ და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი საუკეთესო ტორტი, განსაკუთრებული დღის შესაქმნელად.

#3 ბარბის ტორტები — გვირგვინით გაფორმებული ბარბის ტორტები

ბარბის ტორტი გვირგვინითა და ყვავილებით გაფორმებული.

ბარბის ტორტი გვირგვინითა და ყვავილებით გაფორმებული.

ბარბის ტორტი ბარბის ლოგოთი და მისალოცი წარწერით.

#4 ბარბის ტორტები — ბანტებით და სხვადასხვა დეკორაციებით გაფორმებული ბარბის ტორტები

ბარბის ტორტი ბანტითა და ბარბის წარწერით.

ბარბის ტორტები - განსხვავებული მოდელის ბარბის ტორტი.